ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე წვევამდელების ფიცის დადება გაიმართა
პოლიტიკა - 18:17, 15 Jun, 2017     1101
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ჯარისკაცებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფიცის დადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრო. მან ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახში შესვლა მიულოცა, წარმატებები და ღირსეული სამსახური უსურვა. წვევამდელებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა. პირადი შემადგენლობა II ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა იოსებმა დალოცა. დღესვე, წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

ფიცის დადებამდე საბრძოლო მომზადების (BCT) განახლებული კურსი დასავლეთ სარდლობის 91 რეკრუტმა ეკის საველე ბანაკში, ხოლო ეროვნული გვარდიის 24 რეკრუტმა სორტას საველე ბანაკში გაიარა. სამთვიანი საბრძოლო მომზადების პერიოდი 5 მოდულისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებშიც მათ წესდება, სავალე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება გაიარეს, ასევე ტოპოგრაფიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განავითარეს.

ფიცის დადების ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია და და წვევამდელების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

დღეიდან დასავლეთ სარდლობის წვევამდელების ორი ოცეული II ქვეით ბრიგადაში, ხოლო ერთი ოცეული III ქვეით ბრიგადაში გადანაწილდება. 24 მათგანი კი, მსახურს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში გააგრძელებს. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითაც იმსახურებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42