პრეზიდენტმა სერ გარი ჯონსონთან კონსტიტუციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა
პოლიტიკა - 17:52, 15 Jun, 2017     1035
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სერ გარი ჯონსონთან კონსტიტუციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა.

პრეზიდენტისა და სერ გარი ჯონსონის შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული უსაფრთხოების გარემო და საკონსტიტუციიო პროექტის მიხედვით სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიღებულ კომუნიკეს, რომელიც სერ გარი ჯონსონმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომუნიკეში დასმული საკითხები არსებითად სწორია და საკონსტიტუციო პროექტი ამ საკითხებს არ ითვალისწინებს.

მისი განცხადებით, კომუნიკეში დასმული თემები უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქართველო ამ საკითხში წინსვლისთვის მუშაობს.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სერ გარი ჯონსონი მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში და დახვეწაში.

,,პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ის აზრი, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მიზნები, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაცია.

დეტალურად განვიხილეთ კომუნიკე, რომელიც უსაფრთხოების ექსპერტის მონაწილეობით ორი ივნისის თბილისის სტრატეგიული დისკუსის მიერაა მიღებული“,- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქართული ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობას, ვინაიდან დავით რაქვიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში საერთაშორისო ექსპერტული მოსაზრებები გადამწყვეტი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42