„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მაუწყებელი ივლისიდან ხელშეკრულებას წყვეტს რადიო თავისუფლებასთან, რის შედეგადაც ახალი სატელევიზიო სეზონიდან ეთერში აღარ გავა სალომე ასათიანის „ინტერვიუ“ და გოგი გვახარიას „წითელი ზონა“.
მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ამძაფრებს ეჭვებს მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით. ახალი მენეჯმენტის ბუნდოვანი და არათანმიმდევრული პოლიტიკა, რადიო თავისუფლების იმ გადაცემების უალტერნატივოდ დახურვა, რომელიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მასალებს სთავაზობდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჩენს ბევრ კითხვას, მათ შორის საზოგადებრივ მაუწყებელში პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობისა და კრიტიკული შინაარსის შეზღუდვის შესახებ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოახლოებულ წინასაარჩევნო პერიოდში.“- აღნიშნულია TI-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რადიო თავისუფლებისა და პირველი არხის ერთობლიბლივი პროექტები „წითელი ზონა“ და „ინტერვიუ“ ივლისის შუა რიცხვებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემების შეწყვეტის მიზეზი არხის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






