ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსის ლევან გამყრელიძის მოადგილედ იგა ზაალიშვილი დაინიშნა.
”საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისა და სამსახურის გაძლიერებისთვის. სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.
როგორც „ნიუპოსტს“ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებაში სხვა დანიშვნები ამ ეტაპზე არ განხორციელებულა, თუმცა, რჩება რამდენიმე ვაკანტური ადგილი, რომლებზეც პირთა წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






