აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა დღეს რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. სარა პოსტის განცხადებით, ისინი გმობენ მომხდარს და მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი:
„29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა საქართველოში. სხვა სიტყვებით, ის გაიტაცეს და ძალით ჩასვევს მანქანაში, მეორე დღეს კი ბაქოში იმყოფებოდა. მოხარული ვართ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებით და ვისურვებდი უფრო გაძლიერებასაც, მაგრამ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა ჟურნალისტის გატაცებით მიუღებელია, ვგმობთ რაც აფგან მუხთარლის გაუკეთეს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დროულად გამოიძიოს, მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოპუხსნას ბრალდებები აფგან მუხთარლის და გაათავისუფლოს ციხიდან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა სარა პოსტიმ.
მასალის გამოყენების პირობები






