ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“. დოკუმენტი სწორედ აღნიშნულ საკითხზე საუბრით იწყება.
კენჭისყრამდე დებატები გაიმართა, ევროპარლამენტარებმა აფგან მუხთარლის საკითხზე ისაუბრეს. ევროპარლამენტარის პეტრას აუსტრევიჩის თქმით, გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს:
„ჩვენ და აზერბაიჯანს გვსურს ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა, მაგრამ არა ილუზია ამაზე. მხოლოდ კანონის უზენაესობისა და თავისუფლების პატივისცემა მოგვცემს მყარი პოლიტიკური და გრძევადიანი ურთიერთობების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორობა სამწუხარო შედეგით დასრულდება. გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც, დღეს უნდა გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, რომ ბაქო და თბილისი უნდა იყვნენ პარტნიორები გამოძიებაში, ჩვენ უნდა მივიღოთ სრული და საბოლოო ინფორმაცია ამ საქმეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს სამომავლო პარტნიორობაზე უამრავი ეჭვი გაჩნდება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






