როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა მუხთარლი თუ დევნას განიცდიდა, მას შეეძლო ამასთან დაკავშირებით მისი უწყებისთვის, ან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისისთვის მიემართა, რაც აფგან მუხთარლის საქართველოში ცხოვრების პერიოდში არ მომხდარა:
„მის მიმართ თუ დევნა იყო რომელიმე ქვეყანაში ან რაიმე საფრთხეს გრძნობდა მას შეეძლო მოემართა კონკრეტულად ჩვენი სამინისტროსთვის, რომ მიეღო თავშესაფარი, ან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისისთვის, რომელიც თბილისშია.“- განაცხადა სუბარმა.
მინისტრი ევროპარლამენტში მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოსთან კითხვა მხოლოდ გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებით აქვთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ისედაც თავის პასუხისმგებლობად თვლის და მოწოდების გარეშეც აკეთებს:
„ევროპარლამენტში იყო აზერბაიჯანის თემის განხილვა და აფგან მუხთარლის საქმე იყო ერთი მცირე ნაწილი ამ თემის. საქართველოსთან მიმართებაში არის ერთადერთი კითხვა, რომ როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას. ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველგვარი მოწოდების გარეშეც.“- აღნიშნა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






