სევინჯ ვაგიფგიზი 30 მაისს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის შენობასთან დააკავეს, როდესაც ის უწყებიდან მუხთარლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, ის იმავე დღეს განმარტებითი წერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, შემდეგ დღეს მან ადვოკატს დაურეკა და განუცხადა, რომ ბაქოშია გადაყვანილი. აფგან მუხთარლის ბრალად საზღვრის დარღვევა, კონტრაბანდა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს და აზერბაიჯანის სასამართლომ 3თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა,. მუხთარლი და მისი თანამოაზრეები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მუხთარლის დაჭერა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. მათი თქმით მუხთარლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში, ქართველი სამართალდამცავებიც მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






