დეპუტატი აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში "ქართული ოცნება" გააკეთებს იმას რასაც ყოფილი პრემიერი მოისურვებს.
"იმის წარმოჩენა, რომ მმართველ გუნდში სუპერ დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და ჯანსაღი დისკუსია მიმდინარეობს, სრულიად აბსურდია. წლების განმავლობაში პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია, რომ ჩვენ პროპორციულ მოდელზე უნდა გადავსულიყავით. ჯერ საუბარი იყო რეგიონალურ-პროპორციულზე ახლა პროპორციულზე. საბოლოო ჯამში ყველას კარგად გვესმის, რომ მმართველი გუნდი გააკეთებს იმას, რასაც ბატონი ბიძინა ეტყვის. აქედან გამომდინარე რაღაც ინსინუაციები, რომ მაჟორიტარებსა და არამაჟორიტარებს შორის მიმდინარეობს დისკუსია უბრალოდ არასერიოზულია"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.
მისივე შეფასებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ქვეყანაში კონსენსუსი არსებობს.
"ქვეყანა პროპორციულ მოდელზე უნდა გადავოდეს, ამის კონსენსუსი არსებობს. საუბარია როგორი პროპორციულ მოდელი იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო. ჯერ შემოგვთავაზეს ცუდი პროპორციული მოდელი, რომელიც არჩევნების შემდეგ აუცილებლად გამოიწვევდა დესტაბილიზაციას, ახლა არის შანსი შემოთავაზებული ცუდი მოდელი გახდეს კარგი, თუ იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიას და რასაც ევროპული საქართველო ამ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად საუბრობს"- განმარტა კაპანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით უკვე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გაუქმდეს.
საკითხზე მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. "ნიუპოსტთან" საუბრისას "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ თუ მაჟრიტარული სისიტემა გაუქმდება, ის საკოსნტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს.
მასალის გამოყენების პირობები






