დაპირისპირება მმართველ გუნდში - "თუ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება ცვლილებას მხარს არ დავუჭერ"
პოლიტიკა - 13:05, 15 Jun, 2017     1398
„ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანას დააზიანებს ამიტომ ის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

„არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ მაჟორიტარული სისტემა, თუნდაც 2024 წელს უნდა გაუქმდეს. ჩემი შეფასებით, საერთოდ არ უნდა მოხდეს გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. სრულად მაჟორიტარული ან შერეული სისტემა მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, სრულად მაჟორიტარული სისტემაა აშშ-ი, ბრიტანეთში საფრანგეთში და აქედან არაფერი გავითვალისწინოთ?

გამოდის, რომ მარტო საქართველოა ისეთი ქვეყანა, სადაც მაჟორიტარები აზარალებენ ქვეყანას, მე კი პირიქით ვფიქრობ, რომ პროპორციული სისტემა დააზიანებს ქვეყანას, ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს 50 % მანდატს ვერ მოიპოვებს, გამარჯვებულ პარტიას 25-30% ექნება, რაც იქნება მყიფე კოალიციური 4 პარტიისგან შემდგარი ხელისუფლებები და როგორც დასავლეთის პრაქტიკა გვაჩვენებს ძალიან ხშირად, პირველივე წინააღმდეგობისას იშლებიან და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი ყალიბდება. ჩემი მოსაზრებით, შერეული სისტემა დღეს საქართველოსთვის საუკეთესოა და მომავალში თუ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავალთ, იქნება უკეთესი, ეს საუკეთესო ვარიანტია, რადგან შემთხვევითი ხალხი არ მოხვდება პარლამენტში. ლეგიტიმაცია მაჟორიტარულ სისტემას უფრო აქვს“- აღნიშნა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს მოქმედი კონსტიტუცია შეიცვალა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ამ ნაწილში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ, დანარჩენ ნაწილში ვეთანხმები, თუ ერთიანობაში ქინება კონსტიტუცია წარდგენილი, იმ შემთხვევაში ჩემი მხარდაჭერა დოკუმენტს არ ექნება“- დასძინა დეპუტატმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით უკვე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გაუქმდეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42