აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ევროპარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგტლებშიც დეპუტატები მოხსენებით გამოდიან. ევროპარლამენტარმა სორაია პოსტროლმა აღნიშნა, რომ ისინი მოუწოდებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს გამოიძიონ ეს საქმე:
"ჩვენ ვგმობთ იმას რაც მოხდა ჟურნალისტის თავს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს საქმე და ასევე მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას. ჩვენ და აზერბაიჯანის მოსახლეობას გვჭირდება დემოკრატია და არა დემოკრატიის ილუზიაა, გატაცებული ჟურნალისტი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს აზერბაიჯანში და საქართველოში. ბაქომ და თბილისმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პარტნიორობის საკითხი", - განაცხადა სორაია პოსტროლმა.
რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“. რეზოლუციაში ევროპარლამენტი სერიოზულ აღშფოთებას გამოთქვამს აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან შესაძლო გატაცებასა და აზერბაიჯანში ჟურნალისტის უკანონო გადაყვანასთან მიმართებით.
მასალის გამოყენების პირობები






