
სომხეთის შემთხვევაში მდგომარეობა შემდეგია: გამოკითხულთა უმრავლესობა - 69% ფიქრობს, რომ მათი ქვეყნის მეგობარი რუსეთია. მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობა - 28% კი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყანა საფრანგეთია.

აზერბაიჯანში, კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებია მეგობრულად განწყობილი აზერბაიჯანის მიმართ, გამოკითხულთა 66%-მა თურქეთი დაასახელა, 30%-მა საქართველო, ხოლო თანაბარმა ნაწილმა - 21-21%-მა რუსეთი და უკრაინა.

უკრაინის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანას რთულ სიტუაციებში ყველაზე მეტად ბელარუსის (37%) იმედი შეიძლება ჰქონდეს. გამოკითხულთა თითქმის იგივე რაოდენობას - 36-36%-ს მიაჩნია საქართველო და გერმანია უკრაინის მეგობარ ქვეყნებად, 34% კი ასეთ ქვეყნად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს.

რაც შეეხება რუსეთს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (65%) ბელარუსს მიიჩნევს რუსეთის მეგობარ ქვეყნად, შემდგომ ყაზახეთსა (51%) და ჩინეთს (41%), გამოკითხულთა 35%-ის აზრით კი რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყანა სომხეთია

წყარო ipm.ge
მასალის გამოყენების პირობები






