"ხელისუფლებამ ლაფანყურის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ქვეყნის უშიშროება საფრთხის ქვეშ დააყენა"- წიკლაური
პოლიტიკა - 12:28, 15 Jun, 2017     735
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლება ლაფანყურის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებაში და ქვეყნის უშიშროების საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.

"მინდა გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ცნობები. ავსტრიაში, ევროპული სასამართლოს წინაშე, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩეჩენმა მებრძოლმა იბრაგიმოვმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ ის იყო ჩანერგილი აგენტი, ასრულებდა ფსბ-ს დავალებებს და პირადად იღებდა ამ დავალებებს კადიროვისგან.

იბრაგიმოვის ეს აღიარება თვალნათლივ აჩვენებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ პროვოკაციის მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია მისი შეცვლის მიზნით.

"ქართული ოცნების" პირველივე ნაბიჯები და კომენტარები მიმართული იყო იქით, რომ ბრალი აეცილებინა რუსეთის ხელისუფლებისთვის და დაედანაშაულებინა საქართველოს მთავრობა მომხდარ ტრაგედიაში.

ეს განცხადებები სრულიად იდენტური იყო იმ განცხადებებთან, რომელსაც იმ პერიოდში აკეთებდა რუსეთის ხელისუფლება. მაგალითისთვის გავიხსენებ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს, რომ გამოძიების შედეგები იქნება შოკისმომგვრელი საზოგადოებისთვის და დიდი ალბათობით ტერორისტები მართლაც გადიოდნენ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე აჰმედ ჩატაევი, რომელიც არის საერთაშორისო ტერორისტი და შესულია აშშ-ს სპეციალური ტერორისტების სიაში. ის ახალი გარემოებები, რომელზეც ვსაუბრობთ და იბრაგიმოვის აღიარება ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ლაფანყურის ტრაგედია გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის უშიშროება და უსაფრთხოება. ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სახელმწიფოს მოქმედება იყო სწორი, ეფექტური და ერთადერთი შესაძლებელი იმ ვითარებაში"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42