თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული კონფერენციის დაწყებამდე, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობა ძლიერი თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
დედაქალაქის მერის თქმით, თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მიღებული:
„დღეს ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე ვმსჯელობთ. შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელიც თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი იქნება და რაც თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას განაპირობებს. დღეს შვიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა არ იქნება, დღევანდელი ფორმატი მხოლოდ მოქალაქეთა ჩართულობას ითვალისწინებს", - აღნიშნა თბილისის მერი.
მასალის გამოყენების პირობები






