საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა - 10:47, 15 Jun, 2017     1189

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 16-18 ივნისს ვენეციას ეწვევა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, ვენეციის კომისიის 111- ე სესიას დაესწრება.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ.

საკითხის ირგვლივ გაიმართება დისკუსია.

„ხვალ ვენეციის კომისიის სესია გაიმართება და შესაბამისად, განხილული იქნება ვენეციის კომისიის მიერ, ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა.

როგორც თავიდანვე დავდეთ პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ამ პირობას ბოლომდე მივყვებით და ვასრულებთ.

შესაბამისად, კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც არის ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული, საბოლოო ჯამში, გათვალისწინებული იქნება.

რაც შეეხება ჩვენს კომუნიკაციას ვენეციის კომისიასთან, მათ წერილობით ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ. ხვალ, შეხვედრაზე, დამატებით გვექნება კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენიშვნებიც იქნება მათი მხრიდან გათვალისწინებული, განსაკუთრებით, ტექნიკური ხასიათის. დანარჩენს, პირიქით, ჩვენ გავითვალისწინებთ სამუშაო პროცესში“,- განაცხადა ვენეციაში გამგზავრებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42