,,პოროშენკო ივანიშვილთან სააკაშვილის ექსტრადაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს“ - დავით საყვარელიძე
პოლიტიკა - 01:44, 15 Jun, 2017     18952
თუ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ მიატოვებს თავის ოპოზიციურ მოღვაწეობას, მას საქართველოში ექსტრადაცია ელოდება, რის შესახებაც მოლაპარაკები უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და საქრთველოს ხელისუფლებას შორის უკვე მიმდინარეობს - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა.

„ამაზე უკვე ყველა საუბრობს - თუ სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის ოპოზიციურ საქმიანობას, მას საქართველოს ხელისუფლებას გადასცენმენ“ - აცხადებს საყვარელიძე.

,,ივანიშვილი „გაზპრომის“ აქციონერია, ის რუსი ოლიგარქია და დღეს სწორედ ის მართავს საქართველოს“ - აცხადებს დავით საყვარელიძე.

მისი თქმით, სააკაშვილს და პოროშენკოს შორის განსხვავება ღირებულებით ბაზაა და უკრაინის პრეზიდენტს არ სურს სააკაშვილის უკრაუნულ პოლიტიკაში „შეშვება“.

სააკაშვილი 2004 წელს „მაიდანის“ აქტიური მხარდამჭერი იყო, ხოლო 2014-ში სხვადასხვა დასავლელ პოლიტიკოსთან ერთად ყოველ კვირას ჩადიოდა კიევში ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამ დროს პოროშენკო ფიქრობდა, რომ ომის შეჩერებას შეძლებდა და არ სურდა პუტინის გაღიზიანება სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის გამო, ამასთან მას იმ პოპულარობისაც ეშინოდა, რომლითაც სააკაშვილი უკრანაში სარგებლობდა, - მიიჩნევს დავით საყვარელიძე.

„სააკაშვილი აცხადებდა, რომ ის არ იყო წინააღმდეგი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსთვის ეხელმძღვანელა, მიუხედავად იმისა, რომ მას არწმუნებდნენ, ეს არ გაეკეთბინა, რამაც უკრაინის პოლიელიტაში არეულობა გამოიწვია. ზუსტად ამ დროს გაისმა ზარი პოროშენკოს ადმინისტრაციიდან და პოროშენკომ მას ოდესაში გამგზავრება და დელეგაციასთან ერთად თათბირის ხელმძღვანელობა დაავალა. სააკაშვილმა იქ ბევრი რამ გამოავლინა და მას ოდესის გუბერნატორობა შესთავაზეს,“ - აცხადებს საყვარელიძე.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ("Рух нових сил") შექმნის შესახებ სააკაშვილმა 2016 წლის 19 მოემბერს განაცხადა. 2017 წლის 28 თებერვალს პოლიტორგანიზაცია უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა. მარტში საქართველოს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის პარტიის ადგილი უკრაინის ამჟამინდელ პოლიტიკურ სისტემაში არ არის. მან განაცხადა, რომ „ახალ ძალთა მოძრაობამ“ უნდა ჩამოაყალიბიოს ახალი პოლიტიკური სტრუქტურა, სადაც ეს პარტია წამყვან ადგილს დაიკავებს.

2017 წლის იანვარში პოროშენკომ სააკაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი ყველა მაჩვენებლით ჩამორჩება უკრაიბნაში. ამავე დოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მზად არის მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42