უნდა დამტკიცდეს ჩვენი უდანაშაულობა და იმ პირებმა ვინც საქმე "შეკერეს" პასუხი უნდა აგონ- გიორგი ქებურია
პოლიტიკა - 18:22, 14 Jun, 2017     1692

„ბირჟა მაფიას“ წევრის გიორგი ქებურიას თქმით იმის შესახებ, რომ მათმა ვიდეოკლიპმა პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, მან მიხეილ მგალობლიშვილისგან გაიგო. ამის შესახებ კი მიმოწერა ქონდა მეგობართან, რეპერ მასტერთან:

„მე მქონდა ის ინფორმაცია, რაც მგალობლიშვილს უთხრა აჭარანეთმა და მგალობლიშვილმა გადმომცა მე, რომ პოლიცია გაღიზიანდა. ამაზე მეტი ინფორმაცია მე არ მქონია. შემდეგ ჩემი დასკვნები მიმოწერაში ვთქვი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარანეთში დარეკეს და გამოხატეს გაღიზიანება, რა მოთხოვნები ქონდათ არ უთქვამს.“- განაცხადა ქებურიამ „რუსთავი2“-თან საუბარში.

რეპერის თქმით, ვიდეოში პოლიციელის გამმოსახულების გადაფარვა, მან და მიხეილ მგალობლიშვილმა იუთუბის საშუალებით განახორციელეს:

„კლიპში გერბი დაფარა აჭარანეთმა, ანუ მონტაჟის დროს დაიბლარა. ხოლო მთლიანი კადრი სადაც არ გაირჩევა რა ხდება, მე და მგალობლიშვილმა იუთუბის საშუალებით დავბლარეთ . არ გვინდოდა სიტუაციის გამწვავება, რადგან უკვე ვიღაცის მცირე გაღიზიანებაც გამოიწვია, მაქსიმალურად თავი დავიზღვიეთ.“- აღნიშნა ქებურიამ.

როგორც გიორგი ქებურია აცხადებს, მას ჯერ კიდევ ბრალდებულის სტატუსი აქვს და მისი მთავარი მოთხოვნა, სწორედ მისი უდანაშაულობის დამტკიცებაა, მიი თქმით იმ პირებმა ვინც საქმე „შეკერეს“ პასუხი უნდა აგონ:

„კონკრეტული მოთხოვნა არის ის რომ მე ჯერ ისევ ბრალდებული ვარ, ეს სტატუსი არ მომხსნია. პირველ რიგში უნდა დამტკიცდეს ჩვენი უდანაშაულობა, შემდეგ კი გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე იმ პირებთან დაკავშირებით, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა. ჩვენ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ გვქონია და იმ პირებმა რომლებმაც ამ საქმის „შეკერვა“ მოახდინეს, პასუხი უნდა აგონ.“ - განაცხადა ქებურიამ.

ქებურიას თქმით მისი დაკავების დროს მას შეხება 7-8 ადამიანთან ქონდა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფიზიკურად მისთვის ნარკოტიკი არ ჩაუდიათ და ნარკოტიკის აღმოჩენა მხოლოდ საბუთებით გააფორმეს:

„პირადად მე ვნახე 7-8 სხვადასხვა ადამიანი, მაგრამ არ ვიცი რეალურად ამ საქმის უკან რამდენი ხალხი დგას. ფიზიკურად ჩემს ჯიბეში ნარკოტიკულის საშუალება არავის არ ჩაუდია, საბუთებში მოხდა ამის გაფორმება, ჩემგან განსხვავებით მგალობლიშვილს ჯიბეში ჩაუდეს.“- განაცხადა ქებურიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42