ფიქრია ჩიხრაძე ღონისძიებას „ახალგაზრდული დებატები საქართველოში“ დაესწრო
პოლიტიკა - 17:50, 14 Jun, 2017     1038
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს პროექტის "ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას „ახალგაზრდული დებატები საქართველოში“ დაესწრო.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და სტუდენტებისთვის დებატების სწავლების გზით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე საჯარო დისკუსიის არსებობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

დღევანდელი დებატების თემა “კონსტიტუციის განხილვაში საზოგადოების ჩართვა გამართლებულია“ იყო, რომელსაც პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი საპატიო სტუმრის სტატუსით აკვირდებოდა.

ფიქრია ჩიხრაძემ დებატების დაწყების წინ სიტყვით მიმართა მონაწილე გუნდებს და მათ წარმატება უსურვა.

„ეს კიდევ ერთი პროექტი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოში, რომელიც ზოგადად კონსტიტუციის პოპულარიზაციას ეხება. კონსტიტუციის ცოდნაში და განხილვაში მაქსიმალურად ფართო საზოგადოების ჩართულობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა იყოს ამ საკითხებით დაინტერესებული, ჩართული. მით უფრო, რომ დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალურია საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა და დებატები.

ბუნებრივია აღნიშნული პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება, უკვე ჩატარდა წინასწარი ტრენინგები, საჯარო დებატები გაიმართება საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში. ვფიქრობ სერიოზულად შეუწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი ცნობიერება კონსტიტუციასთან მიმართებაში კიდევ უფრო გაიზარდოს“,-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ახალგაზრდული დებატები 16 ივნისს ბათუმში, ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, 20 ივნისს კი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42