გარემოს დაცვის სამინისტროში „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსადაცვითი გეგმა წარადგინეს
პოლიტიკა - 15:15, 14 Jun, 2017     695

"ჯორჯიან მანგანეზის" გარემოსდაცვითი გეგმა გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კომპანიის, "Georgian American Alloys"-ის აქციონერმა, ურიელ ლაბირმა და შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც შპს "ჯორჯიან მანგანეზში" მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, (12 ივნისს) მის მიერ სასამართლოში იქნა წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ გაიმართა არაერთი შეხვედრა შპს "ჯორჯიან მანგანეზის" დამფუძნებელი კომპანიის "Georgian American Alloys"-ის, წარმომადგენლებთან და კომპანიის მესაკუთრეებთან, რომლებიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და ამჟამადაც იმყოფებიან საქართველოში. ისინი სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე.

ამასთან, მათი მხრიდან კარგად იქნა გააზრებული ლიცენზიითა და ნებართვით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების მნიშვნელობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ მათი შესრულება განსახორციელებელი გეგმის შესაბამისად.

დღესვე მხარეებმა შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საშუალოვადიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს.

– კომპანიის როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანი განხორციელებისთვის შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც სრულ მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგეგმილი სამუშაოების ნებისმიერი მიზეზით შეფერხება და დროულად იქნეს აღმოფხვრილი ყველა ხელისშემშლელი გარემოება.

– ასევე კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას, რაც მეტად ეფექტიანს გახდის პირობების აღსრულების პროცესს, როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური დაგეგმვის კუთხით.

– ასევე, აღსანიშნავია, რომ შეწყდა გადახსნა-მოპოვებითი სამუშაოები აკ. წერეთლის სახელობის მაღაროს ე.წ "საშევარდნოს" კარიერზე, რადგან ამ კარიერზე ოპერირება გაუმართლებლად დიდ ზიანს აყენებდა რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ვიდრე კომპანიის სხვა ობიექტები. დახურვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე მხედველობაში იქნა მიღებული არამარტო არსებული ეკოლოგიური ზიანი, არამედ ის რისკებიც, რომლებიც თან სდევდა კარიერის დამუშავებას, როგორც ზოგადი ეკოლოგიური, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოების, მათ შორის ღვარცოფების წარმოქმნის კუთხით.

დღევანდელ ბრიფინგზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის განმავლობაში შემუშავებული 14 პუნქტიანი საშუალოვადიანი (2017-2019 წლები) გეგმა წარმოადგინა, რაც ამავდროულად მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ჯერ კიდევ 2006 და 2009 წლებში განსაზღვრული სალიცენზიო და სანებართვო პირობებს ასახავს.

2017 წელი

უკვე დაიწყო და პერმანენტულად გაგრძელდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით;

დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით;

განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით;

მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, “საშევარდნოს“ კარიერისთვის;

მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.

2018-2019 წლები

2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით;

დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი;

უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქ. ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან.

შეგახსნებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს “ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42