„სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტი, მუსიკოსებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადებასთან დაკავშირებით. ასევე ვიხილეთ, როგორ შეეცადა ვიცე - პრემიერი ‘’ქართული ოცნების ‘’ მერობის კანდიდატი თბილისის კახი კალაძე მუსიკოსებისთვის ნარკოტიკების ჩადების გამო გამოწვეული პროტესტის გამოყენებას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის მაგრამ ჩვენი საზოგადოების და ახალგზრდების მეხსიერება, არ არის მოკლე.
ჩვენ კარაგად გვახსოვს 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, როცა ერთ-ერთ დელეგატს, ჩაუდეს წორედაც რომ ნარკოტიკი, იმსიათვის რომ გავლენა მოეხდინა არცევნების შედეგზე. და დელეგატი გობეჯიშვილი გაათავისუფლეს არჩევნების დამთავრების შემდეგ.
ყველა მონაწილე იმ არჩევნების ორგანიზატორად მიიჩნევს ბატონ კახი კალაძეს. ასევე კარგად გვახსოვს, თბილი და ახლო დამოკიდებულება ქურდულ სამყაროსთან, რად ღირს თუნდაც კანონიერი ქურდის ‘’რემენას‘’ აეროპორტიდან გაუჩინარების ისტრია, ისე რომ მას სასაზღვრო პუნქტზე არ შეუმოწმებია და გახსოვთ ალბათ კამერებმა დააფიქსირეს.
ალბათ გახსოვთ ირმა ნადირაშვილის გასაჯაროებული ფაქტი, რომ ეს კანონიერი ქურდი სწორედ კალაძის ბიზნეს პარტნიორმა გამოიყვანა. არც კორცხელი დაგვიწყებია და არც ბატონი კალაძის როლი, იმ ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზებაში რომელმაც გააჩაღა ძალადობა კორცხელში. როცა პრემიერ მინისტრი წუხს პოლიციის ავტორიტეტზე, ჯობია მან კითხოს ზემო ეწერის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს, რამდენად დაცულად გრძნობენ ავტორიტეტს მთავრობისგან, როცა კორცხელის ძალადობრივი ფაქტის შემდეგ არ არიან დასჯილები ის პირები, ის კრიმინალები რომლებმაც სცემეს პოლიციის ოფიცერს, რომელიც მუშაობდა ამ განყოფილებაში ბატონ კვარაცხელიას.
ასე რომ ჩვენ მივიღეთ სიტუაცია როცა შეიძლება მავანი იყოს დაუსჯელი, პოლიციელის, ფორმიანი პოლიციელის ცემის შემთხვევაშიც კი და დაისაჯოს თუ კი მთავრობას არ მოეწონება მისი სიმღერა. აქედან საბჭოთა კავშირამდე ერთი ნაბიჯია”- განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






