ლაფანყურის საქმის სკანდალური აღიარება - ,,5 წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს მთავრობა ამაზრზენ სპექტაკლს დგამდა“
პოლიტიკა - 16:01, 14 Jun, 2017     11826
ლაფანყურის სპეცოპერაცია და სკანდალური დეტალები - ავსტრიაში, ჩეჩენი მებრძოლის მუჰამედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო ლაფანყურის მოვლენებისას. აღნიშნულის შესახებ იბრაგიმოვმა თავად ისაუბრა.

„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინის თქმით, ყოფილი ხელისუფლება იმ ყველაფერზე, რაც ავსტრიის სასამართლოში ითქვა, საუბრობდა, თუმცა, ახალი მმართველი გუნდი ამ ყოველივეს უარყოფდა:

„ის, რაც მოხდა ავსტრიის სასამართლოში, ჩემთვის ეს სიურპრიზი არ იყო. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით 5 წლის განმავლობაში და ვამბობდით, რომ საქართველო გადაურჩა დიდ უბედურებას, რომელსაც ძალიან დიდი ვარაუდით მოჰყვებოდა კახეთში რუსთის ინტერვენცია და ეს იყო გათვლილი იმისათვს, რომ თავის ჭკუაში, რუსეთს ჰქონოდა საბაბი, საკუთარი ქმედება გაემართლებინა. დიდი ხანია რუსეთი კბილებს აკრაჭუნებს კახეთის რეგიონზე, ატარებს სამუშაოებს, რომ გზა გაიყვანოს დაღესტანში და მიუახლოვდეს კახეთის საზღვარს. ჩვენ ველოდით ამდაგვარ პროვოკაციას. ჩვენმა მთავრობამ, სპეცდანიშნულების რაზმმა, სამხედრო მფრინავებმა, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის ფასად აღკვეთეს ეს პროვოკაცია. 2012 წლის აგვისტოშივე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკებები ამ ჯგუფთან, იქ იყო გამოკვეთილი რამდენიმე ადამიანი, რომელიც აშკარად პროვოცირებდა დანარჩენ მებრძოლებს, რადგან თუ ჯგუფის ნაწილი მოდიოდა მოლაპარაკებებზე და უსმენდა შს სამინისტროს, გარკვეული პატარა ჯგუფი, დაახლოებით 2-3 კაცი, მუდმივად ცდილობდა, რომ დასაწყისშივე ჩაეშალა მოლაპარაკებები, რომ ეს ჯგუფი ჩაბარებოდა ჩვენ სამართალდამცავებს.

ის, რაც ამ მებრძოლმა ვენაში ილაპარაკა, ჩვენთვის იყო ნათელი. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით და საზოგადოებას ვუყვებოდით, თუ რას გადაურჩა ქვეყანა, ჩვენი მებროძლების სიცოცხლის ფასად. სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობა ამას არ უსმენდა, იყო თავის შეთქმულებების თეორიებში. ქმნიდნენ თავად ამ თეორიებსა და ისტორიებს, თვითონაც სჯეროდათ და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ“, - აცხადებს შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

შაშკინი იმედოვნებს, რომ სკანდალური დეტალების გამოაშკარავების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება ავსტრიას უნდობლობას არ გამოუცხადებს:

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სამართალდამცავებისთვის მადლობა გადაეხადათ, მიდიოდა ამ ბიჭების ლანძღვა -გინება რამდენიმე წელი, დაღუპულთა ოჯახების მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, რადგან ამ შეთქმულების თეორიბზე ოჯახებს ელაპარაკებოდნენ და ეს ვითარება იყო ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ,,ქოქავდნენ“ ოჯახის წევრებს და მის ახლობლებს. ცდილბდნენ მოეფიქრებინათ რაღაც ისტორიები, მერე მოახდინეს ექსჰუმაცია... ანუ იმდენად ამაზრზენი სპექტაკლი დადგეს, გასნსაკუთრებით 2013-2014 წლებში და ამაში მონაწილეობდა მთელი სახელმწიფო მანქანა, იმისათვის რომ დაემტკიცებინათ ის, რისი დამტკიცებაც შეუძლებელი იყო. პროკურატურა ბულდოზერით თხრიდა რაღაც თეორიებს, რომ ჩვენი მთავრობისთვის ბრალი დაედო ამ სპეცოპერაციის გამო. ვერაფერი მოძებნეს და აგერ გავიდა 5 წელი და თავად იმ რაზმის წევრი იძლევა ჩვენებას და აღიარებს რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობას. იმედია, ჩვენს მთავრობას იმდენი ჭკუა ეყოფა, რომ ვენის სასამართლოს არ დაადანაშაულებს და არ იტყვის, რომ ავსტრიამ ჩვენებები საგანგებოდ არ მიაცემინა. ალბათ არ გამოძვრება ვინმე მთავრობის წარმომადგენელი და ავსტრიას უნდობლობას არ გამოუცხადებს. წესით ამ ჩვენებებით შეთქმულების თეორიებს წერტილი უნდა დაესვას. მე არ ველოდები, რომ ეს მთავრობა აღიარებს თავის ბინძურ კამპანიას, მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდება ვინ იყო მტყუანი და ვინ - მართალი“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42