ევროპარლამენტი საქართველოს აფგან მუხთარლის საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:16, 14 Jun, 2017     1736
ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით 15 ივნისს რეზოლუციის მიღებასაც აპირებს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს მკაცრად გმობს და ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

რეზოლუციის პროექტში მუხთარლის საქმეზეა საუბარი და მოყვანილია დაკავების და აზერბაიჯანში გადაყვანის ის დეტალები, რომელიც მუხთარლიმ ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა. რეზოლუციის პროექტში არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება აზერბაიჯანში. ამასთანავე აქცენტია გაკეთებული იმაზეც, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან. მოყვანილია პრეზიდენტის განცხადებაც, სადაც გიორგი მარგველაშვილი მუხთარლის საქმეს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიებისკენ და დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს, ამასთანავე შეახსენებს, რომ სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ.

რეზოლუციაში არის მოწოდება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართაც, რომ უპირობოდ მოხდეს დაკავებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გათავისუფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42