კახა კახიშვილი აშშ-ში კონგრესმენთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:17, 14 Jun, 2017     810
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესმენთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული ძირეული რეფორმების შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო საკითხებში კონგრესმენ დაფის ოფისის თანაშემწე რაიან მაქკორმაკს მიაწოდა. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, სენატორ რონ ჯონსონის ოფისის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის თქმით, 2012 წლიდან განხორციელებული ცვლილებების მიზანს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების შექმნა, პენიტენციურ დაწესებულებებში სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისობაში მოყვანა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გზით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია წარმოადგენდა.

„საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის ეფექტიან აღსრულებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება. რეფორმის შედეგად, პენიტენციური დაწესებულებები აღარ არის მხოლოდ იზოლაციისთვის განკუთვნილი ადგილი. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, სისტემაში წარმატებით მიმდინარეობს მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა,“ - აღნიშნა მინისტრმა.

კახა კახიშვილმა „პატიმრობის კოდექსსა" და თანმდევ კანონებში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელთა თანახმად, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ენიჭებათ, შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება.

საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირთადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკული გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის გაგრძელება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42