აფგან მუხთარლის გატაცება - 23 საერთაშორისო NGO კვირიკაშვილს კრიტიკული წერილით მიმართავს
პოლიტიკა - 13:27, 14 Jun, 2017     1901
ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე 23 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე, საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავს.


„ძვირფასო ბატონო გიორგი,

მოგმართავთ, რადგან გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, თბილისიდან, 29 მაისს. იმ საღამოს, გაუჩინარებამდე ის თავის კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში, სახელმწიფო სასაზღვრო სააგენტოში , პატიმრობაში აღმოჩნდა.

მუხთარლი ამბობს, რომ ის მის სახლთან ახლოს მანქანაში იძლებით ჩასვეს, დააბეს და სცემეს. გამტაცებლებმათავზე ტომარა ჩამოაფარეს და აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას 10 000 ევრო ჩაუდეს. მისმა ადვოკატ ელჩინ სადიგოვმა, რომელმაც იზოლატორში მისი მონახულება მოახერხა, ადასტურებს, რომ ჟურნალისტს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ჩამტვრებული ჰქონა ნეკნები. 31 მაისს, ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის გადატანისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

პროცესის მსგავსი შემაშფოთებელი განვითარება, არა მხოლოდ აფგან მუხთარლის შესაძლო წამებისა და ხანგრძლივი პატიმრობის საფრთხეს აჩენს, არამედ საშიშ პრეცედენტს ქმნის საქართველოში მცხოვრები ათეულობით დევნილი აზერბაიჯანელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში, უამრავი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები გაექცნენ აზერბაიჯანის რეპრესიებს, მაგრამ ისინი უფრო და უფრო მეტად ხდებიან დევნის მსხვერპლნი საზღვარგარეთ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ იპოვიდნენ უსაფრთხო თავშესაფარს საქართველოში, მაგრამ ახლა მოუწევთ იცხოვრონ მუდმივ შიშში, რომ შესაძლოა, უკანონოდ დააბრუნონ სამშობლოში.

აფგან მუხთარლის გატაცება და მის ქვეყანაში არალეგალური დეპორტაცია მაშინ, როცა ის თავშესაფარს ითხოვდა საქართველოში, საერთაშორისო სამართლის ნათელი დარღვევაა. წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლით არის გათვალისწინებული, და რომლის წევრსაც საქართველო წარმოადგენს, ნათლად ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, რომ არ მოახდინონ ადამიანის ექსტრადირება ად დეპორტაცია იმ ქვეყანაში, რომელშიც ის ზემოაღნიშნული რეალური რისკის წინაშე შეიძლება გახდეს. აქედან გამომდინარე, საქართველო პასუხისმგებელია უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება და თავიდან აიცილოს მათი სამშობლოში იძულებით დაბრუნება.

აფგან მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს, როგორც კავკასიაში ადამიანის უფლებების სტანდარტების დამცველი ლიდერი ქვეყნის რეპუტაციისთვის. აზერბაიჯანის ხელისუფლება სასტიკ ბრძოლად უცხადებს თავის კრიტიკოსებს. ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს კომისარმა, ნილს მუზნიკსმა 2017 წლის მაისში განაცხადა, "აზერბაიჯანში არსებული სიტუაცია მაღელვებს. 2015 წლიდან, ევროსასამართლოს შვიდ საქმეში მომიწია ჩარევა, რომლებიც, ვფიქრობ, სრულიად ასახავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ქვეყანაში: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება და ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი ადვოკატების ოფიციალური დევნა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი მხარეები, რომელთა საქმეებშიც მე ჩავერიე, ამჟამად ციხეში აღარ იმყოფებიან, არ უნდა დაგვავიწყდეს, ის დაკავებული პირები, რომლებიც ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფებიან , შირშემთცხვევაში ხელისუფლებისადმი კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის გამო." საქართველოს, როგორც ასეთი რეპრესიული სახელმწიფოს მეზობელ ქვეყანას, მორალური ვალდებულება აქვს, შეინარჩუნოს მისი ისტორიული როლი აზერბაიჯანელი დისიდენტების მიღებასთან დაკავშირებით.

მივესალმებით აფგან მუხთარლის "უკანონო გატაცებასთან" დაკავშირებით დაწყებული გამოძიებას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გამოააშკარავებს გამტაცებლებს და განმარტავს საქართველოს ხელისუფლების პოტენციურ როლს იმაში, თუ რა მოხდა. საჭიროა, მკაფიო გზავნილი საქართველოს მხრიდან, იმის თაობაზე , რომ მის ტერიტორიაზე მეზობელი სახელმწიფოს უკანონო ქმედებები მიუღებელია და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობდა , პასუხს აგებს.

საქართველო მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა დამცველებთან დაკავშირებით გაეროს ყველა ბოლოდროინდელ რეზოლუციაში. საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ღრმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ "ძალისმიერი მეთოდით ადამიანის გაუჩინარების პრაქტიკა, ხშირად, ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინებასა და რეპრესიისთვის გამოიყენება"(რეზოლუცია 34/5, მიღებულია 2017 წლის 23 მარტს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ).

საქართველოს მისწრაფება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.

პატივისცემით,

· Canadian Journalists for Free Expression

· CEE Bankwatch Network

· Civil Rights Defenders

· Committee to Protect Journalists

· Crude Accountability

· English PEN

· FIDH, within the framework of the Observatory for the Protection of Human

· Rights Defenders

· Freedom Now

· Human Rights First

· Human Rights House Foundation

· Human Rights Watch

· Index on Censorship

· IFEX

· International Media Support

· International Partnership for Human Rights

· Institute for War and Peace Reporting

· Netherlands Helsinki Committee

· Norwegian Helsinki Committee

· PEN America

· PEN International

· People in Need

· Reporters Without Borders (RSF)

· World Organisation Against Torture (OMCT), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42