შსს-მ „სისხლის ბანკთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა - 13:09, 14 Jun, 2017     988

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და შპს „სისხლის ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ითვალისწინებს ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას, „სისხლის ბანკის“ მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე მეხუთე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ. აქციის ფარგლებში, სამინისტროს როგორც თბილისის, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონის ქვედანაყოფის ასეულობით პოლიციელმა გაიღო სისხლი. შს სამინისტრო სისხლის უანგაროდ გაცემის აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.

14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე, ამ დღეს მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42