პროკურატურამ გიორგი პავლიაშვილი, რეპერი მასტერი დაკითხვაზე დაიბარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასტერს „ბირჟა მაფიას“ საქმეზე დაკითხავენ.
„პროკურატურაში მივდივარ დაკითხვაზე, კარგია რომ ოპერატიულად მუშაობს გამოძიება“, - წერს „მასტერი“ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს „ბირჟა მაგიას“ ორი წევრი გიორგი ქებურია და მიხეილ მგაობლიშვილი დააკავეს. მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ედავებიან. მომხდარს წინ სდევდა ჯგუფის ვიდეო კლიპი, სადაც პოლიციელია გაშარჯებული, საზოგადოება და თავად ბრალდებულები დაკავებას სწორედ აღნიშნულ ვიდეოს უკავშირდებენ.
10 ივნისს რამდენიმეათასიანი აქცია გაიმართა რუსთაველის გამზირზე ლოზუნგით „სისტემა ყარს“, სადაც შეკრებილები ნარკოტიკების ჩადებას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ დაკავებული მუსიკოსების გათავისუფლებას. 12 ივნისს სასამართლომ ქებურიასა და მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მგალობლიშვილს გირაოს სახით 50 ათასი ლარი, ქებურიას კი 20 ათასი ლარი შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






