„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები- რა შენიშვნები წარუდგინა საიამ პარლამენტს
პოლიტიკა - 12:36, 14 Jun, 2017     1453
საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართელოს პარლამენტს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე მოსაზრებებს წარუდგენს. მოთხოვნაში საია პარლამენტს მოუწოდებს, არ გააუქმოს რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელისათვის 1 თვიანი კომპენსაციის მიღების უფლება.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომში საია) საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მოსაზრებები საქართველოს მთავრობის მიერ (ავტორი: საჯარო სამსახურის ბიურო) 2017 წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებების მიღების შემდეგ წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის ცვლილებებისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებს, რომელიც განსხვავებულად აყალიბებს 2015 წლის 27 სექტემბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს.

საიას მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შენიშვნები უკავშირდება შემდეგ საკითხებს:

ა) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელისათვის 1 თვიანი კომპენსაციის მიცემის გაუქმება.

მიგვაჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 115-ე მუხლიდან არ უნდა იყოს ამოღებული რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელისათვის 1 თვიანი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 115-ე მუხლით განსაზღვრული 1 თვიანი კომპენსაციისა და ამავე კანონის 105 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული 3 თვიანი კომპენსაციის გაცემის საფუძველი და მიზნები. პირველ შემთხვევაში, კანონის 115-ე მუხლის საფუძველზე საჯარო მოხელე იღებს კომპენსაციას იმის გამო, რომ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმისას შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებულდა საჯარო სამსახურიდან, ხოლო 105-ე მუხლის საფუძველზე, საჯარო მოხელე კომპენსაციას იღებს იმის გამო, რომ საჯარო დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო მისი დასაქმება საჯარო სამსახურის სისტემაში და აღნიშნულის შეუძლებლობის გამო ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 3 თვის კომპენსაციით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეზერვში ჩარიცხული მოხელე ვერ იღებს 3 თვიან კომპენსაციას, თუ იგი უარს განაცხადებს მისთვის შეთავაზებულ თანამდებობაზე. შესაბამისად, კანონის 115-ე და 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული კომპენსაციების გაცემის მიზანი და საფუძველი განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებს.

ბ) საჯარო მოხელის შეფასების პროცესში მოხელის ინიციატივით შესაბამისი დარგის სპეციალისტის დასწრების გაუქმება

მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელის შეფასებისას უნდა შენარჩუნდეს საჯარო მოხელის ინიციატივით შესაბამისი დარგის სპეციალისტის დასწრების შესაძლებლობა, რადგან უზრუნველყოფს საჯარო მოხელის დაცვას მის მიმართ არათანაბარი და სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებისგან. იმ შემთვევაში, თუ საჯარო მოხელე მიიჩნევს, რომ შეფასების დროს შესაძლოა მის მიმართ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული იყოს სუბიექტური და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს შესაბამისი დარგის სპეციალისტის დასწრება. გარდა ამისა, საჯარო მოხელეს შეუძლია შეფასების შედეგები გაასაჩივროს დაწესებულების ხელმძღვანელთან, რა დროსაც მნიშვნელოვანი იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოსაზრება შეფასების პროცესის წარმართვის თაობაზე.

გ) სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლად მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ნაწილიდან განზრახვის ელემენტის ამოღება

მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად უნდა დარჩეს მძიმე დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა, რადგან აღნიშნული წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძველს და, ასეთი გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს არ რჩება დისკრეცია გამოიყენოს უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, კონკრეტული საქმინის გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის განრახვის ელემენტის არარსებობისას.

დ) სერტიფიცირების ჩატარების პერიოდულობის განსაზღვრის ამოღება

შემოთავაზებული ცვლილებებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა სერტიფიცირების ჩატარების პერიოდულობას - 6 თვეში ერთხელ მაინც, ამოღებულია და არ არის დადგენილი სერტიფიცირების ჩატარების აუცილებლობა გარკვეული პერიოდის მითითებით.

მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა უმაღლესი განათლების მქონე პირი და პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები, დარჩენილია პირთა გარკვეული წრე, რომელსაც ესაჭიროება სერტიფიკატის წარდგენა საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული პირების ინფორმირებისა და მათთვის სერტიფიკატის აღების შესაძლებლობის მინიჭებით, კანონმდებლობამ დაადგინოს გარკვეული პერიოდულობა, როდესაც სახელმწიფოს ექნება ვალდებულება ჩაატაროს სერტიფიცირება.

მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ არის შესაბამისობაში საჯარო სამსახურის რეფორმის მიზანთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ძირითად პრინციპებთან, ასევე უარყოფითად აისახება საჯარო მოხელის უფლებების დაცვის გარანტიებზე"- აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42