„დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში“ - ენმ ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობაზე
პოლიტიკა - 12:40, 14 Jun, 2017     1138

ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. საუბარია ე.წ. ახალ გზაზე გზის გაყვანაზე, რომელზეც პასუხისმგებლობა კომპანია „ზიმოს“ აქვს აღებული და რომლისთვისაც მერიას ერთი მილიონი ლარი უკვე გადარიცხული აქვს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს აქვს ნაყიდი ვალდებულებით, რომ თუ გზის მშენებლობა დაიწყებოდა, თბილისისთვის უნდა დაებრუნებინა იგი, თუმცა, მიზეზად იმისა, რომ ესტაკადის მშენებლობა არ იწყება და ხელშეკრულების პირობები დაირღვა, სახელდება ის, რომ ივანიშვილი დედაქალაქს ტერიტორიას არ უბრუნებს.

სხვა ვერსია აქვს თბილისის მერს, მისი განცხადებით, მან პირადად მიიღო გადაწყვეტილება, არ დაწყებულიყო მშენებლობა, რადგან აღნიშნულისთვის 80-მდე ხის გადანერგვა იყო საჭირო, რაც მათ გახმობას გამოიწვევდა. თუმცა, გუშინდელი განცხადებიდან განსხვავებით, სადაც ნარმანიამ ტქვა, რომ მშენებლობა აღარ დაიწყებოდა, დღეს აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მშენებლობის დაწყება არ მოხდება, მერია „ზიმოს“ გადარიცხული მილიონის დაბრუნებას მოსთხოვს.

აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში განცხადებით ეხმაურებიან:

„დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოთხოვა ვალდებულებების შესრულება, რომლითაც ის ვალდებულია, რომ მოთხოვნისთანავე დაეთმო თბილისელებისთვის იმ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ესტაკადას უნდა გაევლო და უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეხარჯა 500 ათასი ლარი ან დავით ნარმანიას უნდა ეთქვა ტყუილები, თითქოს იქ ხეები იჭრებოდა, თითქოს იყო სხვა სახის პრობლემები და თავზე ნაცარი დაეყარა.

თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა თბილისის მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ამ კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს. მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42