"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 24 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერმინისტრისგან, აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტებებს ითხოვს. შესაბამისი წერილი ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე მიიღო.
განცხადების ავტორების მთავარი მოთხოვნაა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე გამჭვრივალე გამოძიება ჩატარდეს და კითხვებს მკაფიო პასუხიები გაეცეს.
ორგანიზაციის საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი კურიერთან ინტერვიუში იმ რეზოლუციის პროექტზეც საუბრობს, რომელიც ხვალ განიხილავენ ევროპარლამენტში.
„ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი პრემიერისგან. შესაძლოა ის ამ თემას სერიოზულად უდგება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ახლა კი, ვხედავთ რომ თქვენთან არ არიან დაცული ადამიანები სხვა, უფრო რეპრესიული ქვეყნებიდან. ასევე ვხედავთ რომ, არა მხოლოდ აფგან მუხთარლი, არამედ სხვებიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად საქართველოს ტერიტორიაზე.
არსებული ვითარება ერთგვარი შავი ლაქაა თქვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოუწევს დაამტკიცოს რომ, ამ პრობლემას ღიად, გამჭირვალედ და დემოკრატიული გზით მოაგვარებს. მიუღებელია ადამიანების გატაცებები, დაპატიმრებები და მათი ულებების დარღვევა. მომზადებული რეზოლუცია და ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები არის გზავნილი რომ ევროპას აშფოთებს ეს საკითხი, ევროკავშირი საქართველოსაგან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს ითხოვს. თქვენ უნდა გესმოდეთ, ეს არ არის დასჯა, ეს არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს," - ბრიჯიტ დიუფორი.
რა კონტექსტში იქნება საქართველოზე საუბარი რეზოლუციის პროექტში, ამ ეტაპზე უცნობია. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ვარაუდობს, რომ რეზოლუციას ექნება უფრო ზოგადი ხასიათი და მისი აზრით, საქართველოზე საუბარი მასში ნაკლებად იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






