თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წლის 16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება.
დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის გამზირზე მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კერძოდ, წყალი, გაზი და „თელასის“ კაბელები.
"ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, 16 ივნისიდან ვიწყებთ პეკინის გამზირის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროცესში სატრანსპორტო გადაადგილების პროცესში მარშუტები იცვლება. პირველ ეტაპზე მოძრაობა ხდება ცალმხრივი,კ ერძოდ ვაჟა-ფშაველას მხრიდან მანქანები ცალმხრივად იმოძრავებენ 26 მაისის მოედნამდე, პირიქით მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე. მოძრაობის მარშუტები სამარშუტო ტაქსებსა და ავტობუსებზე გამოქვეყნდება. ზაფხულში სამუშაო რეჟიმი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, რათა სექტემბრის დასაწყისში პროექტი დასრულდეს",- განაცხადა დავით ნარმაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






