ნარმანია ბრალდებებს უარყოფს - ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა და დაკარგული მილიონი
პოლიტიკა - 11:23, 14 Jun, 2017     1506

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. თბილისის მერმა ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადა და პეკინის გამზირის რეაბილიტაცია.

დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებამდე განმარტა მიზეზები, რის გამოც ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა შეჩერდა. ნარმანიას თქმით, ამ ადგილზე არ იყო ისეთი გადატვირთული მოძრაობა, რომ მომხდარიყო ათობით ხის მოჭრა.

„დაგეგმილი იყო იმ ტერიტორიაზე არსებული ხემცენარეების მოჭრა და გადარგვა, საუბარია 87 საღ ხეზე, როცა ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი, ვნახეთ, რომ ავტომანქანების მოძრაობა არც ისე ინტენსიური იყო, რომ ამისთვის 87 ხემცენარე შეგვეწირა. მე პირადად მივიღეგადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტი შეგვეჩერებინა და თანხები სხვა მიმართულებით გადაგვემისამართებინა.

რუსთავი 2-ის სიუჟეტში წარმოდგენილი არგუმენტები ხელოვნური იყო. საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებული იყო კერძო კომპანიის მიერ, რომელიც მერიას მიეწოდა, დაგეგმილი იყო 87 საღი ხის მოჭრა, რის შემდეგაც გავაკეთეთ ანალიზი, რომ იმ ადგილას, ანუ კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე მოძრაობა არც ისე ინტენსიური იყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი შეგვეჩერებინა. რაც შეეხება კომპანია ზიმოსთვის გადარიცხულ 1 მილიონ ლარს, ის გადარიცხულია საბანკო გარანტიის შემდეგ ავანსად და თუ არ გაგრძელდება ეს პროექტი, კომპანია ვალდებულია თანხა დააბრუნოს.“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომპანია, რომელსაც საქართველოს ყოფილი-პრემიერ მინისტრის, ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს, ახალ სკანდალში ეხვევა. ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია „ზიმო“ გახლავთ, კომპანია კი საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს.

თბილისის მერიამ ფირმა ზიმოს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ახალი ესტაკადის ასაშენებლად ერთი მილიონი ლარი, ერთ წლის წინ გადაურიცხა, თუმცა, ადგილზე ახლაც მხოლოდ აბრაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორია, სადაც გზამ უნდა გაიაროს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, რომელსაც თბილისის მერიას არ აძლევს. მერიაში აღნიშნულ ვერსიას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რომ ესტაკადის მშენებლობამ 2019 წლამდე ადგილზე არსებული ხეების გამო გადაიწია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42