,,...როგორ მოსთხოვა დეკანოზმა შალვამ აღსარების დროს გარკვეული ინფორმაცია“ - დეკანოზს თეოლოგი პასუხობს
სოც.მედია - 18:23, 13 Jun, 2017     24579
თეოლოგი, სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებული ზვიად ცაბაძე დეკანოზ შალვა კეკელიას ბრალდებებს პასუხობს, რომლის შესახებაც დეკანოზმა ტვ ,,ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა და სადაც დეკანოზი აცხადებდა, რომ ჭყონდიდის მღვდელმსახური მამა ანდია სარია და სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები მას აღსარების საიდუმლოს გაცემას აბრალებდნენ. ზვიად ცაბაძე დეკანოზის პასუხად 2012 წელს მომხდარ ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ერთი ერტი სტუდენტისგან აღსარების დროს გარკვეული ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

,,პასუხი დეკანოზ შალვა კეკელიას ცილისმწამებლურ განცხადებაზე

2017 10 ივნისს დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია ''ობიექტივის'' პირდაპირ ეთერში (იხ. ლინკი) ისაუბრა მღვდელ-მონოზონ ანდრიასთან (სარია) და სხვა სტუდენტებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ, თითქოს მან (მღვდელ-მონოზონმა) და სასულიერო სასწავლებლის სხვა სტუდენტებმა აღსარების გაცემა დააბრალეს. ამ ცილისმწამებლურ და აბსურდულ ბრალდებასთან (გამოითქვა სხვა არარსებული ბრალდებებიც) დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საქმე ეხება 2012 წელს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განვითარებულ მოვლენებს, რომლის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, რადგან ეს საჯაროდ არსად განხილულა. ამ მოვლენების დროს მართლაც გაიჟღერა აღსარების თემამ, თუმცა სრულიად სხვა კონტექსტში და არა იმ სახით, რომელსც დეკანოზი შალვა საზოგადოებას სთავაზობს და ამით ის მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავს. პანსიონში მცხოვრები ერთ-ერთი სტუდენტისგან (ამ ეტაპზე მის ვინაობას არ ვასახელებთ) შევიტყვეთ, თუ როგორ მოსთხოვა აღსარების დროს მას დეკანოზმა შალვამ გარკვეული სახის ინფორმაცია ( ხომ არავინ აპირებდა რექტორის წინააღმდეგ ჩივილს, გამოსვლას, პროტესტს, ბუნტს და ა..შ.) მიეწოდებინა. ეს ყველაფერი წმინდა ოლარის ქვეშ!!! ამ მონათხრობის მოწმეა მრავალი სტუდენტი და ჩვენ მზად ვართ, მედიის დაინტერესების შემთხვევაში, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და აღვკვეთოთ დეკანოზ შალვა კეკელიას მიზანმიმართული მცდელობა, მოახდინოს ჩვენი და იმ უამრავი სტუდენტის მარგინალიზაცია, რომლებიც 2012 წლის ამბებში აქტიურად მონაწილეობდნენ” - წერს ზვიად ცაბაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42