2 წლის წინ 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი ეპიცენტრი თბილისის ზოოპარკი იყო. იმ 24 ადამიანიდან რომელიც სტიქიას ემსხვერპლა, 3 სწორედ ზოოპარკის თანამშრომელი იყო. წყალდიდობას ემსხვერპლა ცხოველების უმეტესი ნაწილიც. 2 წლისთავზე ზოოპარკის ფეისბუკგვერდზე 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებენ:
„2 წლის წინ ამ კარს მიღმა მტაცებლების ფუსფუსა განყოფილება იყო. ახლა დაყუდებულა მოწყენილად და ბოქლომებს იმაგრებს გულზე.
2 წლის წინ ეს ბოქლომები მტაცებლების ვოლიერებს დარაჯობდნენ. ახლა უსაქმოდ კონწიალობენ და იმ დროს იხსენებენ, ჟანგს რომ არ ჰქონდა შეჭმული მათი ღრიჭოები.
2 წლის წინ ეს საათი მუშაობდა. ახლა ზუსტად იმ დროზეა გაჩერებული, როცა წყალმა დაფარა შენობა თავის საათიანად.
ეს კარი ჩვენმა თანამშრომლებმა გააკეთეს. და ახლაც მტაცებლების განყოფილებაში დევს.
უბრალოდ, აღარც არაფერს აღებს და აღარც არაფერს კეტავს.
დგას და 2 წლის წინანდელ ამბებს გვახსენებს. მდუმარედ, მაგრამ ყველაზე გასაგებად.
დღეს 13 ივნისია.“
მასალის გამოყენების პირობები






