გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 17:48, 13 Jun, 2017     604
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასტანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრემიერმინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპები, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საგრძნობლადაა გაზდილი.

შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და ყაზახეთი ერთად ქმნიან შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. საქართველო იყო და არის ევროპასა და აზიას შორის არსებული კარიბჭე. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია უფრო მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის სარგებელი, ჩვენი სატრანზიტო როლი მჭიდრო და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საყურადღებოა, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა, “აბრეშუმის გზა” და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება.

საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართების გავლებას და საქართველოს სასაზღვრო ზოლთან, როგორც აფხაზეთის, ასევე, ცხინვალის რეგიონთან სამხედრო წვრთნებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სასურველია, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შეფასება საქართველოს რეგიონების ანექსიის მცდელობებთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42