საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის პარლამენტის სენატისა და მაჟილისის თავმჯდომარეებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:33, 13 Jun, 2017     821
ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს ნურლან ნიგმატულინს და ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.

შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტები საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დადებით გავლენას მოახდენს ურთიერთობების დინამიკაში. აუცილებელია, გაძლიერდეს თანამშრომლობა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის საპარლამენტო წარმომადგენლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

აღნიშნა, რომ საქართველოს როლს რეგიონში კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯებით ცდილობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსია მოახდინოს და რეგიონში შექმნას დესტაბილიზიაცია.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხებში და რუსეთის ფედერაციის უკანონო და საერთაშორისო ნორმების დამრღვევი ქმედებების დაგმობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთამინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42