დუბლინის ლორდ-მერმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება, ასევე, დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის გამოფენა, სახელწოდებით "Life and Language in Georgia", სადაც წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა".
მიღებაზე დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies”, შეასრულა საქართველოსა და ირლანდიის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე, ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები.
ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქართული დიასპორის, მედიის, ბიზნესის, კულტურისა და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დუბლინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






