გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
პოლიტიკა - 17:16, 13 Jun, 2017     704
13 ივნისს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გაიმართა. ილჰამ ალიევმა და გიორგი გახარიამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენს სავაჭრო ბალანსში დიდი ადგილი უჭირავს ენერგომატარებლებს და ტრანსპორტს, თუმცა, უნდა გავააქტიუროთ სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ორმხრივი სავაჭრო პოტენციალი. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პოტენციალის ერთობლივად გამოყენება იმისთვის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს და მათი მოზიდვა გამარტივდეს“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აბრეშუმის გზის ფორუმს და იმ სატრანზიტო დერეფნებს, რომელთა განვითარებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის. გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ასევე სამხრეთ–ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ქვეყნის პრემიერ–მინისტრთან, ასევე ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42