ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა გაიზარდოს წნეხი რუსეთისადმი და მათი აგრესიისადმი - ჯანელიძე
პოლიტიკა - 16:03, 13 Jun, 2017     1275
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგრესიას მწვავე პასუხებით არ პასუხობს.

ოპოზიციის ბრალდებას მინისტრმა უპასუხა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ახდენს საქართველოს თემის წამოწევას საერთაშორისო ფორმატებში.

”მე უნდა ვისაუბრო იმაზე, რომ როდესაც ფართომასშტაბიანი პასუხი იყო გასაცემი რუსეთისთვის, ამ პასუხის გაცემა ვერ მოხდა და ვერ მოხდა მობილიზება საერთაშორისო საზოგადოების. დღეს ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ეტაპობრივად ვზრდით საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში. ყველა ის გადაწყვეტილება, კონტაქტი, რეზოლუცია, ვიზიტი, ჩვენი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან უკავშირდება იმას, რომ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია იყოს კონსოლიდირებული. დამეთანხმებით, რომ მზარდი მხარდაჭერაა - იქნება ეს რეზოლუციები თუ გადაწყვეტილებები და ამასთანავე ეფექტური და მკაცრი რეაგირება ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშისგან, როგორც არის აშშ და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ მწვავე და ეფექტური კონტრზომების მისაღებად რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკა დაფუძნებულია აგრესიაზე, ძალაზე და ეს არამარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასთან მიმართებაში ჩანს. ამ გამოწვევების დროს, ჩვენ ვახდენთ მაქსიმალურად ჩვენი თემის წამოწევას და ამას ვაკეთებთ კონკრეტული შედეგებით ყველა ფორმატში, სადაც ეს უნდა მოხდეს. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა გაიზარდოს წნეხი რუსეთის ფედერაციისადმი და მათი აგრესიისადმი. ჩვენი მიზანი არის, რომ მოხდეს დეოკუპაცია, დაბრუნდნენ ლტოლვილები და შესაძლებელი გახდეს ამ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება”, - განაცხადა ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42