დაბ-ტექნო დუეტის Monolake-ის წევრი რობერტ ჰენკე თბილისში ახალ პროექტს წარადგენს.
პოლიტიკა - 14:30, 13 Jun, 2017     1032
რობერტ ჰენკე — გერმანელი აუდიო/ვიზუალური არტისტი, დაბ-ტექნო დუეტის — Monolake-ის წევრი და ბერლინისა და სტენფორდის უნივერსიტეტების ლექტორია, სადაც იგი კომპიუტერულ მუსიკას და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლის. ამავე დროს, ჰენკე კომპანია Ableton-ის დამაარსებელი და მთავარი ინჟინერია. კომპანიის მიერ წარმოებული კომპიუტერული პლატფორმა თანამედროვე პროდიუსერების/DJ-ებისთვის ყველაზე პოპულარული პროგრამაა მუსიკის შესაქმნელად.

რობერტ ჰენკე ქართველი მაყურებლის წინაშე მისი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროექტით, Lumière III-ით წარდგება.

ლონდონის Barbican Hall-ის და ბრიუგეს Concertgebouw-ის შემდეგ, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მესამე ადგილი იქნება სადაც Lumière III შესრულდება.

პრემიერა 2017 წელს შედგა და ის გრძელვადიანი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილია. Lumière III ძლიერი, ეფექტური, მინიმალისტური, ნათელი, ხმაურიანი და პოეტური აუდიოვიზუალური ნამუშევარია, სადაც მრავალმხრივი ხმა და მაღალი სიზუსტის ლაზერული განათება ერთიანდება. ექვს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მედიუმის უნიკალური თავისებურებების სიღრმისეული ძიებების და Lumière I-ის პრემიერიდან სამი წლის შემდეგ, მესამე ვერსია — Lumière III — მნიშვნელოვანი წინსვლის მაგალითია. ალგორითმების წერა ჰენკეს შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ Lumière ლაზერის განათების მართვის აქამდე არარსებული, უნიკალური სტრუქტურის განვითარების უფრო სიღრმისეულ და ზუსტ დონეს აღწევს. ჰენკეს მიერ შექმნილ პროგრამაში ლაზერის განათება გამომსახველობით მუსიკალურ ინსტრუმენტებად იქცევა, რომელსაც უნიკალური თვისებები და სრულიად ახალი შესაძლებლობები გააჩნია. სწრაფი და მოძრავი სარკეების საშუალებით სინათლით ხატვა მაღალტექნოლოგიურ კალიგრაფიას ქმნის და შედეგად მიღებული არტეფაქტის სიზუსტე ერთი ყოვლისმომცველი ტექნოლოგიის ორი ასპექტია. ბგერა და გამოსახულება ერთია, ერთიანი და აბსოლუტური მთლიანობა. Lumière III არის წარმოდგენა კონცერტისა და ვიზუალური ხელოვნების ზღვარზე. სახელწოდება Lumière ფრანგულად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად, ადრეული ხანის კინემატოგრაფის პიონერებზე — ოგიუსტ და ლუი ლიუმიერებზეც მიანიშნებს.

რობერტ ჰენკე საქართველოში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 21 ივნისს დაუკრავს. კონცერტი 22:00-ზე დაიწყება. ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება და მისი შეძენა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU Festival 2017, 15 მაისს დაიწყო და 5 ივლისამდე გაგრძელდება. Sou Festival 2017 "Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42