უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება
პოლიტიკა - 14:28, 13 Jun, 2017     924
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება. ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ მომზადებულ მოდულს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი უძღვება.

სამი დღის განმავლობაში კურსის მსმენელები ჰიბრიდული ომის თეორიას გაეცნობიან და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ჰიბრიდული ომის სტრატეგიებს, ასევე საფრთხეების კიბერგანზომილებას შეისწავლიან. მომხსენებლები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ოპერაციების მსგავსების საკითხებსა და მანიპულაციის საშუალებებსაც შეეხებიან. მსმენელები ჯგუფებად გადანაწილდებიან და ინტერაქციულ რეჟიმში კონკრეტულ შემთხვევებსაც განიხილავენ.

სემინარის მიზანს ჰიბრიდული ომის შესახებ არსებული თეორიებისა და სტრატეგიების განხილვა, ასევე უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისათვის ჰიბრიდული ომის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ ლექციებს მოწვეული სპიკერები - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა ღვინერია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველი ნოდარ ტანგიაშვილი, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები წაიკითხავენ.
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.

კურსის დასკვნითი, მე-10 მოდული გასვლით ღონისძიებებს დაეთმობა. მსმენელები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, შსს აკადემიას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და სასაზღვრო პოლიციას ესტუმრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42