მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი, ბოლო 4 წლის განმავლობაში 80 % გაიზარდა
პოლიტიკა - 14:16, 13 Jun, 2017     575
მორიგებით დასრულებული საქმეების პროცენტული მაჩვენებელი, ბოლო 4 წლის განმავლობაში 80 პროცენტით გაიზარდა; შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევის წარმატებული შედეგებით − საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70% მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებლის საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა, უწყებისა და აღმასრულებლის მიმართ ნდობა 74%-მდე გაიზარდა. გამოკითხულთა 64% თვლის, რომ უწყების სერვისები − ხელმისაწვდომი, საქმისწარმოება კი გამჭვირვალეა.

ასეთი მონაცემებით შეხვდა პროფესიულ დღესასწაულს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. აღმასრულებლის დღე და შთამბეჭდავი შედეგები უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. თეა წულუკიანმა აღსრულების ბიუროს საქმიანობის შედეგები აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიასთან ერთად მორიგების მაღალი მაჩვენებლისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის 19 აღმასრულებელს მადლობა გამოუცხადა.

ამგვარი შედეგების მიღწევა უწყებაში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, კერძოდ:

2013 წლიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მხარეთა ინტერესების დაცვის სტრატეგია აირჩია. შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური და იძულებითი აღსრულების პროცესში ჩაერთვნენ სოციალური მუშაკები. მათი მთავარი ფუნქცია მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის ძიება, მედიაცია და მორიგებაა;

2014 წლიდან დაინერგა ელექტრონული გადახდის სისტემა. მხარეებს ბანკში მისვლის გარეშე შეუძლიათ ტრანზაქციის განხორციელება;

2016 წელს ევროპელ კოლეგებთან ერთად შემუშავდა აღსრულების კოდექსის პროექტი.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების უფროსები და ქვეყნის მასშტაბით მომუშავე 170-მდე აღმასრულებელი დაესწრო.

აღმასრულებლების დაჯილდოებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღმასრულებელთა საერთაშორისო დღის − 12 ივნისის აღნიშვნას უერთდება. პროფესიული დღესასწაული მსოფლიოში აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანების წევრთა ინიციატივით 2008 წლიდან აღინიშნება, რომელშიც აღსრულების ეროვნული ბიურო 2012 წლიდან ირიცხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42