გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
პოლიტიკა - 12:59, 13 Jun, 2017     882
საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის და იგი საქართველოში ვიზიტად მიიწვია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ყაზახეთი და ასტანა წინსვლისა და განვითარების მაგალითია და სიმბოლურია, რომ მისი ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას -საქართველო - ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლის იუბილესა და საერთაშორისო გამოფენას „ექსპო 2017“-ს დაემთხვა, რომელზედაც საქართველო ღირსეულადაა წარმოდგენილი:

„მადლობას ვუხდი ყაზახეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ნურსულთან ნაზარბაევს, გულთბილი მასპინძლობისთვის.

დღეს ჩემი დიდი ხნის სურვილი შედგა, რომ ჩამოვსულიყავი მეგობრულ ქვეყანაში, ჩამოვსულიყავი განსაკუთრებულ ქალაქში, რომელიც საოცარი დინამიკით ვითარდება და რომელიც რეგიონის მომავალი განვითარების, მომავალი შესაძლებლობების საუკეთესო სიმბოლოა.

ბატონ პრეზიდენტთან ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე და პერსპექტივაზე, ასევე რეგიონის და გლობალური სტაბილურობის, გლობალური განვითარების საკითხებზე.

ყაზახეთთან ჩვენ ტრადიციულად გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა, რომლის გაზრდის კარგი შესაძლებლობები არსებობს.

პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობების გაზრდა, ეს ეხება, როგორც ენერგომატარებლებს, ასევე სხვა პროდუქციას.

საჭიროა, ამ თანამშრომლობის და ინვესტირების უფრო მეტი ინტენსიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას დაახლოებაში, როგორც კულტურის, ასევე ახალგაზრდობის და განათლების მიმართულებებითაც. ყოველივე ამის შესახებ ჩვენ ვილაპარაკეთ მომავალი გეგმების თვალსაზრისით.

წელს არის ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი და ასევე დღეს გვაქვს მშვენიერი შესაძლებლობა EXPO 2017-ის კონტექსტში საქართველომ წარმოადგინოს საკუთარი შესაძლებლობები საინტერესო და შთამბეჭდავ ქართულ პავილიონში, რომლისთვისაც ჩვენ ინტენსიურად ვემზადებოდით.

ვისაუბრეთ იმ სირთულეების შესახებ, რომელიც საქარველოს აქვს რეგიონში და, მე მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მთლიანობაში, ვიზიტი გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის ნაწილში და მე გავოვხატე ბატონ პრეზიდენტთან ჩემი დიდი სურვილი უახლოეს მომავალში ბატონი პრეზიდენტი ვიხილოთ საქართველოში სტუმრად;

ეს იქნება მართლაც, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს შორის ეკონომიკის, ბიზნესის და ტურიზმის დაახლოების თალსაზრისით. იმედი მაქვს ეს ვიზიტი განხორციელდება უახლოეს მომავალში.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პირადად და ჩვენს ყაზახ პარტნიორებს ასეთი გულთბილი დახვედრისათვის, - აღნიშნა საქრთველოს პრეზიდენტმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს ძალიან დროული და საჭირო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი დადებით ბიძგს მისცემს ჩვენს მთავრობებს, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო და ყაზახეთი დიდი სატრანზიტო შესაძლებობების ქვეყნებია და მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობების განვითარება.

ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველო ყაზახეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების, კულტურულ და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

,,ჩვენ შეგვიძლია ორმხრივად გავცვალოთ სტუდენტები ჩვენს უნივერსიტეტებში, რომ ახალგაზრდობამ გააგრძელოს თაობების ტრადიცია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებას შეუწყოს ხელი.

მთლიანობაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში არის '', - აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42