საქართველოს სახალხო დამცველმა აშშ-ში შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 12:10, 13 Jun, 2017     1052
საქართველოს სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ეროვნულ დემოკრატიული (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების (IRI), კარნეგის ცენტრის, ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED) და სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, განიხილა მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები, სამართალდამცველთა საქმიანობა, შრომის უსაფრთხოების საკითხები, საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, მედიაგარემო, ციხეებში პატიმართა უფლებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სახალხო დამცველის საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საკითხმა. თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი მიმოიხილა და ის ხარვეზები და რეკომენდაციები გააცნო, რომლის აღმოფხვრის მიზნითაც სახალხო დამცველმა სპეციალურ კვლევა მოამზადა.

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ფარგლებში სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა უმცირესობების უფლებებზე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციისა და კანონში არსებულ ხარვეზებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42