"პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები" - აცხადებს მინისტრი.
კითხვაზე, მოახდინა თუ არა ბერა ივანიშვილის განცხადება გავლენა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა.
"ყველა ჩვენგანი მაშინვე გამოეხმაურა ამ მოვლენებს, თუმცა ვფიქრობ, რომ პრემიერის და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა ამ შემთხვევაში ბერას კომენტარს", - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა არ შეწყვეტილა.
"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას. ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. პრემიერის განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღის წესრიგში ეს დამდგარიყო უფრო მალე ვიდრე დაგეგმილი იყო", - განაცხადა ჯეჯელავამ.
რამდენიმე დღის წინ კი ჯეჯელავა აცხადებდა, რომ რეპერების ქმედება (პოლიციელის გაშარჟება) სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო.
მასალის გამოყენების პირობები






