საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართეს
პოლიტიკა - 11:35, 13 Jun, 2017     881
საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა ოფიციალური ლანჩის ფორმატში გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.


შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზრბაევს საერთაშორისო, სპეციალიზებული გამოფენის "EXPO 2017" წარმატებული გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვან ფორუმში თავადაც მიიღებს მონაწილეობას და მოხარულია, რომ საქართველო მის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული.

გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთი საქართველოს პარტნიორი და ერთერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა და საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი პერსპექტიული თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიკაციისათვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს და ყაზახეთს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული ამ პოტენციალის ასათვისებლად.

ვაჭრობის სფეროში გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ყაზახეთთან სავაჭრო ურთიერთობების გასაფართოებლად ხელსაყრელი პირობები გააჩნია.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლს და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მაღალფუნქციური როლის გასაზრდელად და რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ მიზნით მონაწილეობს საქართველო საერთაშორისო პროექტებში: "ანაკლიის" ახალი ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ისტორიულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს Silk Road -ის პროექტში მრავალი წლის მანძილზე და დღესაც ჩართულია სატრანსპორტო პროექტებში.

საქართველო მიესალმება ყველა ახალ ინიციატივას ამ სფეროებში და მზად არის, პარტნიორებთან მუშაობის პროცესში განიხილოს საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი წინადადებები.

შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სწრაფად ვითარდება და მისი მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42