შესაბამისი განცხადება სოზარ სუბარმა "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებაზე საუბრისას გააკეთეს.
მეტიც, მინისტრის ვარაუდით, რეპერების მიერ გავრცელებული კლიპი და მათი დაკავება ერთმანეთს უკავშირდება.
"როდესაც ამ კლიპის გამოსვლიდან მესამე თუ მეოთხე დღეს ამ ბიჭებს იჭერენ ნარკოტიკით ჯიბეში, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის არის კავშირი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავს მუქარას თუ ა.შ. ქონდა ადგილი, ეს დაშვების დონეზე, მითუმეტეს, ამ დაშვებას ამტკიცებს ისიც, რომ პროკურატურა რადგან საქმე არ შეწყვიტა ამ ბიჭების მიმართ, ჯერ იმიტომ, რომ არ ვიცით, მართლაც ქონდათ თუ არა, მაგრამ, აღძვრა მეორე საქმეა ამის პარალელურად, რომელიც არის პოლიციელების წინააღმდეგ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ლეგიტიმურო ეჭვი, რომ შეიძლებოდა ამ ბიჭებს მართლა ჩაუდეს, სიტყვა ჩაუდეს არა იურიდიული ტერმინია, მაგრამ მაინც, ჩაუდეს ნარკოტიკი, არსებობს,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.
"ბირჟა მაფიას" დაკავებული წევრები გუშინ გაათავისუფლეს. პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მოულოდნელად შეცვალა.
მთავრობის წევრების განცხადებები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს “ფეისბუკზე” სოლიდარობა გამოუცხადა.
"ბირჟა მაფიას" ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულები და მათი ახლობლები პირველივე დღეებში აცხადებდნენ, რომ ეს პოლიციის ანგარიშსწორებაა, რადგან რეპერებმა ერთ-ერთ კლიპში სამართალდამცავი გააშარჟეს.
მასალის გამოყენების პირობები






