გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტზე საქართველოს პოზიციის დაცვისათვის ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 18:13, 12 Jun, 2017     1097
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

„გთხოვთ გადასცეთ ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი გულითადი მადლობა, ნატო-ს სამიტზე საქართველოს პოზიციების დაცვისათვის. იგი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია“,- შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას. ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეც გამახვილდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა.

მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველომ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა ინსტიტუტების მდგრადობისა და დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობა.

„ლიტვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. შეხვედრის დასაწყისშივე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ლიტვა იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს შეეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პრეზიდენტმა ლინას ლინკევიჩიუსს სთხოვა, რომ მადლობა გადაეცათ ლიტვის პრეზიდენტისათვის, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტისადმი დაპირებისამებრ მტიცედ წარმოადგინა საქართველოს პოზიციები ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე“,-აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ლინას ლინკევიჩიუსმა ქართულ მხარეს ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42