მისი თქმით, ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომ ის ეჭვები, რაც ჩვენს საზოგადოებაში და საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს, გაქარწყლდეს.
„მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მუხთარლის საკითხზე იმსჯელებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და ყველა მხარეს შეეძლოს წარმოაჩინოს თავისი მტკიცებულებები. ჩვენს სახელმწიფოს, დარწმუნებული ვარ, მონაწილეობა არ მიუღია და თუ უმაღლეს დონეზე ეს დამტკიცდება, ყველა ეჭვიც გაქარწყლდება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ევროპარლამენტი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს.
როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია საუბარი, ჟუნრალისტის თემაზე განხილვა 15 ივნისს გაიმართება. აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად ევროპარლამენტში, აზერბაიჯანში არსებულ მედია გარემოზეც იმსჯელებენ.
დეპუტატები მუხთარლის საქმეზე დებატებს გამართავენ და რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს.
მასალის გამოყენების პირობები






