შეიარაღებული ძალების ოფიცრის, უფროსი ლეიტენანტის ზურაბ ჯიბუტის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეიარაღებულ ძალებში არსებულ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით, ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეხმაურება. „კურიერთან“ საუბრისას ჩაჩუიბაია აცხადებს, რომ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართული პროვოკაციაა და ის შეიარაღებული ძალების დასუსტებას ემსახურება.
„ბატონი დიმიტრი, როდესაც ლაპარაკობს მოტივაციაზე ან შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემების გამართულობაზე, ეს არის მიუღებელი, შეურაცხყოფილები ვართ ყველა და რატომ, ამას ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი. დღეს საქართველოში არის ჰიბრიდული ძალა, რომელიც ომობს კონკრეტულ შემთხვევაში და ცდილობს დაასუსტოს ის ინსტიტუტი, რომელიც არის ძლიერი და ყველაზე მეტად გამართული საქართველოში, ეს არის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები. დღეს ჩვენ პრობლემა გვაქვს იმ მსუბუქ ძალასთან მიმართებაში, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია.
სხვა არც მეტი არც ნაკლები ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. ჩვენ ვისზე ვსაუბრობთ, ჯარის ერთი წარმომადგენელი, რომელმაც განცხადება დაწერა თავად და უარი თქვა შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე. ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ იმ ინტერვიუთი, რომელიც ჩამოერთვა ბატონ უფროს ლეიტენანტს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ,“ - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






