"დადასტურდა ის რომ სახეზეა ხელისუფლების მიტაცების კლასიკური მაგალითი. ივანიშვილების ოჯახი არაფრად აგდებს არც სამართალს და არც კანონს. დღეს ერთი ოჯახის მფლობელობაშია მთელი ქვეყანა. ადამიანი რომელიც ერთი წუთის განმავლობაში 20 წლით მიდიოდა ციხეში დღეს გათავისუფლდა, ამ ცვლილებაზე კი ზეგავლენას ივანიშვილის ოჯახის წევრის ფეისბუქ სტატუსი ახდენს"- აღნიშნა ენმ-ს წევრმა.
კოტე იოსელიანის თქმით, რეალური დამნაშავეების დასჯის იმედი არ აქვს.
"ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით, როცა ადამიანებს ჩაუდეს იარაღი ან ნარკოტიკი, თუმცა ჩამდებები კვლავ თავისუფლები არიან. შს სამინისტროში და ზოგადად ძალოვან უწყებებში სისტემური კრიზისია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დამნაშავეები არ ისჯებიან. უნდა გადადგეს ყველა იმ უწყების ხელმძღვანელი, ვინც ჩართულია ჩადებაში. უნდა დაწესდეს საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი ძალოვან სისტემაზე, რომ სისტემა გაიწმინდოს ბინძური და მანკიერი პრაქტიკისგან"- განმარტა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრ მიხეილ მგალობლიშვილისთვის, სააპელაციო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა.მოსამართლის აზრით, მიხეილ მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან მოხდა.
პოლიციამ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი 9 ივნისს დააკავა.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.
მუსიკოსების დაკავებას სოციალურ ქსელში ბერა გამოეხმაურა და დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა, ამის შემდეგ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა ვიცე-პრემიერმა. კახა კალაძე ნარკოპოლიტიკის გადახედვას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






